გერმანიაში ქალაქ მიუნსტერში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ, თუმცა კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებიათ.