LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში შესაძლოა ფასტ-ფუდის რეკლამა აიკრძალოს

132
little girl is zapping TV

გერმანიის სოფლის მეურნეობის ფედერალურმა სამინისტრომ იმ პროდუქციის რეკლამის აკრძალვა გადაწყვიტა, რომლის შემცველობაშიც დიდი რაოდენობით შაქარი, ცხიმი და მარილია. მიზანი – ბავშვების ჯანმრთელობაა (სამინისტროს შეფასებით, გერმანელი ბავშვების 15%-ს ზედმეტი წონა აწუხებს), წერს The Guardian.

არაჯანსაღი საკვების რეკლამის აკრძალვას პირველ რიგში ინტერნეტიდან დაიწყებენ: სოციალური ქსელებიდან და Youtube-დან. ასეთი საკვების შემცველი ვიდეოების ყურებას მხოლოდ 14 წელს გადაცილებული მაყურებელი შეძლებს.

რაც შეეხება ტელევიზიას, მავნე კვებას იქ მხოლოდ 23:00-დან 6:00 საათამდე დაუთმობენ დროს.

გარდა ამისა, აიკრძალება ტკბილეულისა და ფასტ-ფუდის გარე რეკლამა სკოლების, ბაღების და გასართობი მოედნების სიახლოვეს.
ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებს კვებითი თვისებები შეუცვალოს. მაგალითად ვალენსიაში (ესპანეთი) ქუჩაში ნაყინის ნაცვლად ხილის გაყიდვა დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები