LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში, სუნამოებისა და ტანის კრემების ქურდობისთვის, 32 წლის ქართველი, რუს თანამზრახველთან ერთად დააკავეს

157
Untitled design - 2024-01-30T103526.544

გერმანიაში, ჰამბურგში, პარფიუმერიის მაღაზიაში ქართველმა და რუსმა თანამზრახველებმა სუნამოები და ტანის კრემები მოიპარეს.

გერმანიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქურდები დაცვამ იმ დროს შეამჩნია, როცა ისინი ძვირად ღირებული სუნამოებისა და ტანის კრემების დამალვას ქურთუკის შიდა ჯიბეში ცდილობდნენ.

დაცვამ დამნაშავეები ადგილზევე დააკავა და პოლიციას გადასცა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის 40 წლის და საქართველოს 32 წლის მოქალაქემ 459 ევროს 4 სუნამო და 266,50 დოლარის ღირებულების 7 კრემი მოიპარეს.

ჩხრეკისას ამოღებული მოპარული ნივთები პოლიციამ მაღაზიას დაუბრუნა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

მათზე სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა ერთი – ქურდობისთვის, ხოლო მეორე – გერმანიაში უნებართვო ყოფნის გამო.