LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ტერორიზმის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

77

გერმანიაში ტერორიზმის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ულტრამემარჯვენე სამხედრო ორგანიზაციის, ე.წ. „ჰემნიცის რევოლუციის“ წევრია.

მათ ბრალი გერმანიის ქალაქ ჰემნიცში არეულობის მოწყობასა და მიგრანტებზე თავდასხმაში ედებათ. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები თავდასხმებს, ასევე, ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და საჯარო მომსახურებაზეც გეგმავდნენ.

სპეცოპერაციის ფარგლებში, რომელშიც 100-ზე მეტი პოლიციელი და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ჩხრეკა ჩატარდა ეჭვმიტანილების საცხოვრებელ სახლებშიც. ყველა დაკავებული გერმანიის მოქალაქეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g