გერმანიაში მოქალაქეები, რომლებიც Z სიმბოლოს გამოიყენებენ, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
„რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის კრიმინალური ქმედება და ვინც საჯაროდ მოიწონებს ამ აგრესიულ ომს, ასევე შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.“ – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოახდინოს Z სიმბოლოს კრიმინალიზება: დმიტრო კულება
როგორც კულება ტვიტერზე წერს, Z ნიშნავს რუსეთის ომის დანაშაულებს, უკრაინის დაბომბილ ქალაქებს და ათასობით მოკლულ უკრაინელს.
მისივე თქმით, ასო Z არ არის აკრძალული, მაგრამ მისი გამოყენება ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერას.
ცნობისთვის, Z ასო რუსეთში ომის მხარდამჭერი სიმბოლოა. რუსულ სამხედრო ტექნიკას სწორედ Z ასო აწერია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში