LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს

70

გერმანიიდან გუშინ საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. როგორც გერმანიაში საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები ჰქონდათ დარღვეული.

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც ავრცელებენ. მათი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეადმისიას დაექვემდებარნენ, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და ბადენ-ბიურტემბერგში ცხოვრობდნენ.

მათივე ინფორმაციით, „ადმინისტრაციულ სასამართლოში უამრავი საქმეა ჩანიშნული და ყველა საქმე სწრაფი ტემპით წყდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g