LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის აეროპორტებში 2000 ვაკანსიაა

180
Untitled

გერმანიის აეროპორტები თურქეთის 2000 მოქალაქეს დაასაქმებს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გერმანიის შრომის სამინისტროს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, გერმანიის საავიაციო ინდუსტრიას შესაძლებლობა ექნება, თურქეთიდან აეროპორტებში სამუშაოდ დროებითი პერსონალი მოიზიდოს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მგზავრების შემოწმების ოფიცრები და სახმელეთო მომსახურების აგენტები.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში კრიტიკული ვითარებაა – მგზავრები გრძელ რიგებში დგანან როგორც შემოწმების დროს, ასევე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. მსგავსი პრობლემები შეექმნათ მგზავრებს ნიდერლანდებში, დანიაში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში მთელი საავიაციო ინდუსტრია ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მიზეზი საჰაერო მოგზაურობებზე მოთხოვნის მოულოდნელად სწრაფი აღდგენაა. მას შემდეგ, რაც ინდუსტრიამ პანდემიის დროს პერსონალი შეამცირა, ახლა სასწრაფოდ ცდილობს თანამშრომლების დაბრუნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები