LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ავტო სადგურებზე საინფორმაციო ტაბლოები გამორთეს, მიზეზი ეკოლოგიაა

109
გერმანიის ავტო სადგურებზე საინფორმაციო ტაბლოები გამორთეს, მიზეზი ეკოლოგიაა

გერმანიის მთავარმა რკინიგზის ოპერატორმა Deutsche Bahn-მა გადაწყვიტა, სადგურებზე და გაჩერებებზე საინფორმაციო ტაბლოები გამორთოს ყოველთვის, როცა მატარებლების შესახებ ინფორმაცია არ არის საჭირო. მიზანი – ელექტროენერგიის დაზოგვაა, რათა ჰაერში მავნე გამონაბოლქვი შემცირდეს.

ტაბლოებმა ახალ რეჟიმში მუშაობა მთელი გერმანიის მასშტაბით 250 სადგურზე უკვე დაიწყეს. ეკრანები ავტომატურად გადადიან ძილის რეჟიმზე მას შემდეგ რაც მატარებელი სადგურს ტოვებს და შემდეგი მატარებლის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ირთვებიან. ტაბლო ირთვება იმ შემთხვევაშიც, თუკი განრიგში გარკვეული ცვლილება შეიტანეს.

ახალ რეჟიმს ბერლინის რამდენიმე სადგურზე და კიდევ 100 სხვა ადგილას ტესტავდნენ. დაკვირვებამ აჩვენა, რომ სამ სადგურზე დაზოგილი ელექტროენერგია უტოლდება იმ ელექტროენერგიას, რომელსაც ერთი ადამიანი მთელი წლის განმავლობაში მოიხმარს.

Deutsche Bahn აპირებს, რომ 2040 წლისთვის კლიმატურად ნეიტრალური კომპანია გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები