LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი თბილისში დაბრუნდა

109
პეტერ ფიშერი

„საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა“, – ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„თბილისში გერმანიის ელჩი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის ერთგულ საქმიანობას“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი პეტერ ფიშერი რამდენიმე კვირის წინ კონსულტაციებისთვის გაიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g