„საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს“, – ამ განცხადებით საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დებულებებს ეხმაურება.
აღნიშნულის შესახებ გერმანელი დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ „ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით“:
„ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, რომელიც 17 ოქტომბერს მიღებული იქნა ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც ევროკავშირის გაფართოებაზე ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა.
გერმანიის ელჩი საქართველოში: „თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე – ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენზე არა“
მისი თქმით, ქართველების გადასაწყვეტია, როგორი მმართველობა და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება სურთ.
ამ საკითხზე თუ ღელავთ, წაიკითხეთ და გაიაზრეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს. მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს. თქვენ წყვეტთ“. – წერს პიტერ ფიშერი.
ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საკუთარ გუშინდელ გადაწყვეტილებაში აცხადებს, რომ ის „კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით“ და აღნიშნავს, რომ „მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს”.
This is the official position of 🇪🇺 on 🇬🇪, adopted 17 Oct by @EUCouncil, our definitive decision-making body on EU #enlargement. If you care about this issue, read & understand these words. 🇬🇪 can do whatever it wants. But it CANNOT do whatever it wants AND join 🇪🇺. You decide. https://t.co/0gJgGlVB5E
— Peter Fischer (@Diplo_Peter) October 18, 2024