LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გერმანიის ელჩს არაფერს ვუპასუხებ იმიტომ, რომ ის არ კადრულობს და ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. სხვათა შორის, პრობლემაა, როდესაც ელჩი არ კადრულობს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრის კითხვას პასუხი გასცეს“ – გურამ მაჭარაშვილი „იმედის“ ეთერში

179
გურამ მაჭარაშვილი პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „უკვე თვეებია ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება ასევე არასწორია“.

ფიშერის აღნიშნულ განცხადებას პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ტელეკომოპანია „იმედის“ ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ „გერმანიის ელჩს არაფერს უპასუხებს“.

მაჭარაშვილის თქმით, პრობლემაა, როდესაც ელჩი არ კადრულობს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრის კითხვას პასუხი გასცეს.

„გერმანიის ელჩს არაფერს ვუპასუხებ იმიტომ, რომ ის არ კადრულობს და ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. უბრალოდ, რადგან თქვენ დასვით კითხვა, ამ საკითხზე ვისაუბრებ. თუ ის ისმენს, მოისმინოს. ძალიან კარგი იქნება თუ მოისმენს, რომ არანაირ პასუხს არ გავცემ იმიტომ, რომ არანაირი აზრი არ აქვს უცხოური ძალის წარმომადგენლის პოზიციას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელი ქვეყნიდანაც გახლავთ ბატონი ელჩი, იმ ქვეყანაში მოიკითხოს რა ხდებოდა ძალადობრივი აქციების დროს, ან ვინ როგორ იბრძვის. მათ შორის, ნატოს წევრ ქვეყნებში ვინ უფრო წინ იყო სამხედროებთან მიმართებაში და ამერიკელი ჯარისკაცების გვერდი გვერდ ვინ უფრო იდგა, ქართველი თუ გერმანელი ჯარისკაცი, ესეც მოიკითხოს. შესაბამისად, ამ საკითხზე მოგახსენებთ, რომ ცხრა აპრილი არ არის სავაჭრო თემა. ცხრა აპრილი არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღე აღდგა 1991 წლის 9 აპრილს.

სხვათა შორის, დღეს იქ რომ ვითომ ზვიად გამსახურდიას იდეაზე საუბრობენ, ზვიად გამსახურდიაზე საუბრობენ, ვინც გამოაცხადა ეს დამოუკიდებლობა, შევახსენოთ ზვიად გამსახურდიას სიტყვები, რას ეუბნება დეპუტატებს ის უზენაეს საბჭოში, რომ არ არსებობს არავინ, მათ შორის არც დასავლეთი, არცერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავს და დეპუტატებმა უნდა მიხედოთ თქვენ ქვეყანას. თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ქვეყანა.

ძალიან კარგად ვიცით როგორ არის დასავლეთი და ა.შ. თავისი ინტერესების მქონე. ასე, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით მანიპულაციები ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს, მათ მეტი ძალა აღარ შესწევთ, რომ ეროვნული დღესასწაულებიც გამოიყენონ ამ მექანიზმებად. თუ საბჭოთა კავშირის დროს სუვერენიტეტს ებრძოდა საბჭოთა ჯარები, საბჭოთა ხელისუფლება, დღეს ევროკავშირის ბიუროკრატია ებრძვის სუვერენიტეტს საქართველოში დეზინფორმაციითა და ტრადიციების გაუქმებით. ეს არის განსხვავება, სამწუხაროდ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძე: „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ – დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე“

გიგი უგულავა: რუსების ხსენებას „ქართული ოცნება“ ვერ ბედავს, გეგონება, ამ ქვეყანას მარსიანელები შემოესივნენ და მათ დაჩეხეს ადამიანები – ამ „უცხო ძალას“ მაშინ ძალიან კონკრეტული სახელი ერქვა: საბჭოთა რუსეთი!

სალომე ზურაბიშვილი: „სირცხვილი თქვენ, საქართველოს ე.წ. მთავრობავ! – „რუსები“ იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა „უცხო ძალა“ და ამის თქმასაც ვერ ბედავთ! – მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა!“

„36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან“ – მამუკა მდინარაძე

„მე აქცენტი მქონდა პარალელზე – 36 წლის წინაც მოქმედებდა სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g