LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს

57

გერმანიის მთავრობამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს, ტუნისის, მაროკოსა და ალჟირის უსაფრთხო ქვეყნებად გამოცხადებას ითვალისწინებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აღნიშნული დოკუმენტი განსახილველად ბუნდესტაგს გადაეგზავნება.

გერმანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ კანონის ამოქმედება ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მიგრანტების თავშესაფრის განაცხადების დამუშავების პროცესს დააჩქარებს და აღნიშნული ქვეყნებიდან მიგრაციულ ნაკადს შეამცირებს.

მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებიდან, მხოლოდ 0,6% დაკმაყოფილდა, ალჟირი მოქალაქეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს, მაროკოს – 4,1%-ს, ტუნისის კი – 2,7%-ს.

2014 წლის სექტემბერში გერმანიამ უსაფრთხო ქვეყნების სიაში სერბეთი, მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა შეიყვანა. მოგვიანებით კი, სიას ალბანეთი, კოსოვო და მონტენეგრო დაემატნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g