გერმანული გამოცემა Bild გერმანულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი “უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე” კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს.
გამოცემის თანახმად, უკრაინის დედაქალაქში შტაინმაიერს ვიზიტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების უწყებებმა გადააფიქრებინეს.
Bild-ი წერს, რომ ვიზიტის გაუქმებამ კიევში გაღიზიანება გამოიწვია.
“იმ დროს, როცა ფედერალური პრეზიდენტი ვიზიტს აუქმებს, არის ბევრი საერთაშორისო დიპლომატი და სტუმარი, რომელთაც ზუსტად ახლა სურთ [უკრაინის] დედაქალაქში ყოფნა”, – ციტირებს გამოცემა უკრაინულ წყაროს.
