LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური ოპერაციები ტარდება

Безымянный

გერმანიაში, რურის რეგიონში პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ატარებს.

სპეცოპერაცია ქალაქებში: გელზენკირხენში, დორტმუნდში, დუისბურგში, ესენში, ბოხუმსა და რეკლინგჰაუზენში 12 იანვრის საღამოს დაიწყო. საპოლიციო ღონისძიებაში 1 300 სამართალდამცველი მონაწილეობს.

Die Rheinische Post-ის ინფორმაციით, ოპერაცია არაბების კლანების წინააღმდეგ ტარდება და ღონისძიების ფარგლებში, მათ მიერ გახსნილ დაწესებულებებში ჩხრეკა ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები