LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის საელჩო: „სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“

233
გერმანიის საელჩო

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ.

საქართველოში გლოვის დღეა – სოფელ საბერიოში ხანძრის დროს დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

დროშა დაშვებულია საქართველოში გერმანიის საელჩოს შენობაზეც. გერმანიის საელჩო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპული ხუთი ბავშვის ოჯახს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„საქართველო გლოვობს ხუთ მცირეწლოვან გოგონას – ემილია, ანა-მარია, ელენე, ნია და სოფიო ჭოლარიებს… ვუსამძიმრებ ოჯახს, რომელთა ნუგეში ძნელია ხუთი შვილის დაკარგვით განცდილი განუზომელი მწუხარების ჟამს“ – თეა ახვლედიანი

„დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია.

სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კადრები საბერიოდან: ხანძრის დროს დაღუპული ხუთი ბავშვის ოჯახთან ბესარიონ აპლია მივიდა

დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა….

Posted by Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი on ოთხშაბათი, 08 იანვარი, 2025

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, შენობაზე დროშები დაუშვა პოლონეთის საელჩომაც:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ხანძრის შედეგად ხუთი მოზარდის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამო, პოლონეთის საელჩომ თბილისში დროშები დაუშვა“, – აღნიშნულია საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

EN/PL We are deeply saddened by the tragic loss of five young lives in the fire in the Gali District in the…

Posted by Polish Embassy Tbilisi on ოთხშაბათი, 08 იანვარი, 2025

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დროს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, დაღუპული ბავშვების ბებიას მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.

„ყველაზე პატარა მსხვერპლი ოთხი თვისაა, უფროსი კი 7 წლის.. სავარაუდოდ სახლში ბენზინის ავზი აფეთქდა“ – ვრცელდება ახალი ცნობები საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

magti 5g