LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: “გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტზე სრულად იტყვის უარს”

79
dsdhc33or5ih5mnrysfkfdmzo4

გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტზე სრულად იტყვის უარს.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანიამ წარსულში შეცდომები დაუშვა, ახლა კი აუცილებელია, რომ მათ უარი თქვან რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე.

„ევროპის უსაფრთხოება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვამცირებთ და ნულამდე დაგვყავს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე, პირველ რიგში, ენერგეტიკის საკითხებში. გვსურს, უარი ვთქვათ რუსული გაზის იმპორტზე. გერმანიამ წარსულში შეცდომები დაუშვა, ამიტომ ახლა აუცილებელია, უარი ვთქვათ რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე. ნახშირის იმპორტი ზაფხულის ბოლომდე ნულამდე შემცირდება, ამ პერიოდისთვის ნავთობის იმპორტი 50%-ით შემცირდება, წლის ბოლომდე კი ის სრულად უნდა შევაჩეროთ“, – აცხადებს ბერბოკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g