LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის სასამართლომ ნაბახუსევი ავადმყოფობად აღიარა – “საკვებით ან სასმელით მას ვერ უმკურნალებთ”

192
Alcool-dipendenza-da-alcool

გერმანიის სასამართლომ ნაბახუსევი ავადმყოფობად აღიარა. საქმე ნაბახუსევის შესამსუბუქებელი სასმელის კომპანიასთან დაკავშირებით აღიძრა.

ფრანკფურტში დაარსებული კომპანია დასალევ ფხვნილებსა და სასმელს სწორედ ამ დანიშნულებით უშვებდა და ყიდდა.

თავის განაჩენში სასამართლომ გამოაცხადა, რომ დაავადებაა ყველაფერი, რაც ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას, თუნდაც დროებით ხელს უშლის. ასევე აღნიშნულია, რომ საკვებს და სასმელს ამ დაავადების მკურნალობა ან პრევენცია არ შეუძლია.

“პროდუქტის აღწერილობამ არ უნდა დატოვოს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას რაიმე დაავადების მკურნალობა ან პრევენცია შეუძლია,” – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება ნაბახუსევის სიმპტომებს, სასამართლომ დაღლილობა, გულისრევა და თავის ტკივილი აღიარა. კომპანია, რომელიც სასმელს და ფხვნილს ყიდდა, ამტკიცებდა, რომ ნაბახუსევის სწორედ ამ სიმპტომებს კურნავდა უკვალოდ.

გადაწყვეტილება მიუნხენში ყოველწლიური ლუდის ფესტივალის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შევა ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები