LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ბერლინი შეეცდება, კიევს „მარდერის“ ტანკები წლის პირველ ნახევარში გადასცეს, „ლეოპარდებზე“ კი გადაწვეტილება ჯერ მიღებული არ არის

165
BeFunky-collage (3)

„ვიზრუნებთ, რომ წლის პირველ ნახევარში უკრაინას „მარდერის“ ტანკები გადაეცეს და გადაამზადოს უკრაინელი ჯარისკაცები, რათა ტექნიკის გამოყენება შეძლონ”, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა

მისივე თქმით, ბერლინი შეეცდება, კიევს დაპირებული „მარდერის“ ტანკები წლის პირველ ნახევარში გადასცეს.

„ვიზრუნებთ, რომ წლის პირველ ნახევარში უკრაინას „მარდერის“ ტანკები გადაეცეს და გადაამზადოს უკრაინელი ჯარისკაცები, რათა ტექნიკის გამოყენება შეძლონ. ვცდილობთ, მოვერგოთ დროს, რომელშიც ასეთი გამოწვევების წინაშე ვცხოვრობთ. სწორედ ამას ვაკეთებთ ამ დროის განმავლობაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სხვადასხვა სისტემით, არტილერიით, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება „ლეოპარდებს“, ლამბრეხტის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობას გადაწვეტილება ჯერ არ მიუღია.

მინისტრის თქმით, გერმანია არ აპირებს ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმას კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით.

ანჯეი დუდა: უკრაინისთვის Leopard-ის გადაცემის შესახებ საერთაშორისო კოალიციის ფორმირებაზე გადაწყვეტილება მიღებულია

რობერ ჰაბეკი: გერმანიამ არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის დახმარების გაწევაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g