LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ტელევიზიამ აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად მოიხსენია – ქართული მხარე ბოდიშს ითხოვს

145
germania

7 წუთიანი სიუჟეტი გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ჟურნალისტის მიერ აფხაზეთის, როგორც “დამოუკიდებელი” სახელმწიფოდ მოხსენიება – „რუსეთი აფხაზეთის ერთადერთი მოკავშირეა. საქართველოს ნაწილად თავი, ვერც ერთ აფხაზს ვერ წარმოუდგენია. აფხაზეთის ლამაზი ბუნება საბჭოთა დიქტატორ სტალინსაც უყვარდა. მან რიწის ტბაზე აიშენა საზაფხულო რეზიდენცია და მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, აფხაზეთი საქართველოსთვის გადაეცა“. – ნათქვამია სიუჟეტში.

საქართველოს საელჩომ გერმანიაში ამაზე რეაგირება უკვე მოახდინა და ტელევიზიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ სიუჟეტში ფაქტები დამახინჯებულია და საქართველოს ოკუპირებუ ტერიტორიაზე ვითარება არასწორადაა წარმოჩენილი. 

საელჩოს “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი ელოდებიან გერმანიის მხრიდან რეაგირებას. გარდა ამისა, საელჩო ემიგრანტებს აქტიურობისთვის მადლობას უხდის.

ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც მიუნხენში ცხოვრობს – ხათუნა გეგეჭკორმა პეტიციაც კი გაავრცელა, სადაც ის გერმანიის ტელევიზიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

 

 

 

magti 5g