გერმანიაში ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქებიის მხრიდან, დაინტერესება არ წყდება. სხვა დეტალებთან ერთად, მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს ისიც, თუ რამდენი ადამიანი შეძლებს, საწყის ეტაპზე, გერმანიაში სამუშაოდ წასვლას.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი დაინტერესებულ პირებს პასუხობს და ამბობს, რომ გერმანიის მხრიდან შეზღუდვა არ გვაქვს.
„რაც შეეხება ცირკულარული მიგრაციით მოსახლეობის დასაქმებას, აქ ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა გერმანიის მხრიდან, ვინაიდან, ვიცით, რამდენად დიდია გერმანიის ბაზარი და საჭიროება, თუმცა, მთვარი ფაქტორი არის ასაკოვანი ბარიერი, ენის მინიმალური ცოდნა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სხვა მხრივ გერმანულ მხარეს ჩვენთვის შეზღუდვები არ დაუწესებია“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
1-ლი აპრილიდან ქართველები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ
სეზონური სამუშაოები 3-თვიანია
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გერმანიისთვისაც ეს არის ერთ-ერთი პილოტური პროექტი, რადგან 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც მათ მსგავსი პროგრამების განხორციელება შეწყვიტეს განვითარებადი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელთანაც გერმანიამ ხელშეკრულება დადო და საკმაოდ, დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ამან საერთაშორისო საზოგადოებაში.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განმარტებითვე, ცირკულარული შრომის მიგრაციის თაობაზე საქართველოს მოლაპარაკებები აქვს ასევე საფრანგეთთან, ბულგარეთთან და ისრაელთან. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ასევე გარკვეული მოლაპარაკება მიმდინარეობს კვიპროსთან.