LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული გემები მზადაა, სულ უფრო მეტი ქართველი დაასაქმოს

231
Columbia-shipmanagement-crew

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ???????? ??????????????-ს დირექტორატთან. მხარეები გემთმფლობელ კომპანიასთან მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირებისა და დასაქმების მიმართულებით თანამშრომლობის გაღმავებასა და ქართველი მეზღვაურების ქვოტის გაზრდაზე შეთანხმდენენ. სწორედ, აღნიშნულ მიზანს მოემსახურება მემორანდუმი, რომელსაც მხარეებმა მოეწერეს ხელი.

„გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა „კოლუმბია შიპმენეჯმენტის“ დირექტორატთან, რომლებთან ერთადაც გადავწყვიტეთ, რომ ისინი 10%-ით გაზრდიან თავიანთ გემებზე ქართველების დასაქმების მაჩვენებლს. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს გერმანულ-კვიპროსულ კომპანიას და გამოირჩევა ძალიან მაღალი სციალური პირობებით, და შესაბამისად, ღირსეულად ასაქმებენ ჩვენს მეზღვაურებს“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

დღეის მონაცემებით, ???????? ?????????????? 1000-ზე მეტ ქართველ მეზღვაურს ასაქმებს. კომპანიის ტოპ-მენეჯმენტის განცხადებით, ამ რიცხვის მინიმუმ 10%-ით ზრდას გეგმავენ. აღსანიშნია, კომპანიის გააქტიურება საკრუინგო ბიზნესში ქართველების დასაქმების მიმართულებითაც. თამარ იოსელიანის თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და გემთმფლობელს შორისაც, რაც პირველ რიგში, კადეტების საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაზე აისახება.

ცნობისთვის, ???????? ?????????????? 1999 წლიდან დღემდე, ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები