LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული ქალაქის მოსახლეობამ აირჩია მერი, რომელიც ბიულეტენში საერთოდ არ ეწერა

113
გერმანული ქალაქის მოსახლეობამ აირჩია მერი, რომელიც ბიულეტენში საერთოდ არ ეწერა

ბავარიაში გერმანელმა ამომრჩეველმა ახალი მერი აირჩია, თუმცა ეს ადამიანი ოფიციალური კანდიდატი საერთოდ არ ყოფილა. ხალხმა მისი სახელი ბიულეტენში ხელით ჩაამატა, წერს The Mayor.

ქალაქის საბჭომ მერობის კანდიდატად მხოლოდ ერთი ადამიანი წარადგინა, თუმცა ადგილობრივები შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოები დარჩნენ და სასურველი კანდიდატის სახელი თავისით დაამატეს.

შედეგად თითქმის 52%-ით შტეფან რომსტეკმა გაიმარჯვა, ადამიანმა რომელიც უკვე იყო მერი 2014-2020 წლებში, თუმცა შემდეგ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.

შტეფანი მოქალაქეთა გადაწყვეტილებამ ძალიან გააკვირვა, თუმცა მერობაზე უარი არ უთქვამს. ფიციც დადო და ისიც დააზუსტა, რომ ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეების ნდობის დასაბრუნებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები