19 წლის მომღერალი ლიზი გოგუა გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალში გადავიდა.
ლიზი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ოჯახისთვის მის წარმატებას:
„მე მუსიკა მიყვარს და ასეთი წარმატება ყოველთვის იყო ჩემი უდიდესი ოცნება, მაგრამ მშობლების, განსაკუთრებით მამაჩემის გახარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მამაჩემს ძალიან მძიმე დაავადება აქვს და ვიცოდი, რომ ჩემი წარმატება მის მდგომარეობაზე ძალიან კარგად აისახებოდა, სტრესსა და ყოველდღიურ სადარდებელს შეუმსუბუქებდა. ამიტომ ბრმა ტურზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მქონდა და ძალიან განვიცდიდი, რომ არ შემომბრუნებოდნენ, მერე რა უნდა მექნა?! საბედნიეროდ, ჟიურის სამი წევრი შემოტრიალდა, თან, ისინიო, ვისი შემობრუნებაც ყველაზე მეტად მინდოდა და ვერ გეტყვით, სიხარულისგან რა დამემართა (იცინის).
როგორც ლიზი ამბობს, გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალი 28 ოქტომბერსაა, ხოლო ფინალი – 4 ნოემბერს.
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მონაწილეს!..
ვიდეო: 18 წლის ლიზა გოგუამ გერმანულ „ვოისში“ მწვრთენელი ფეხზე წამოაყენა
ლიზა გოგუა გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალშია – რა შეასრულა 18 წლის მომღერალმა