Gesaffelstein-ის ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერის Lost in the Fire პრემიერა შედგა. საინტერესოა, რომ სიახლე ქსელში კლიპთან ერთად გავრცელდა, რომელიც ამ დროისთვის 4 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.
ცნობილია, რომ სინგლი, რომელიც The Weeknd-თან დუეტია, ფრანგი დიჯეის მეორე სტუდიურ ალბომში Hyperion შედის, რომლის რელიზი მიმდინარე წელს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ორი წარმატებული არტისტის თანამშრომლობა პირველად გასულ წელს შედგა, როცა კანადელმა ვარსკვლავმა პირველი მინი ალბომი My Dear Melancholy გამოუშვა.