LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეტერბორგის მაცხოვრებლები Volvo-ს უპილოტო ავტომობილების ტესტირებაში დაეხმარებიან

63

კომპანია Volvo-მ ავტონომიურად მართვადი ავტომობილების სახალხო ტესტირება დაიწყო, პროექტ Driver Me-ს ფარგლებში, გეტერბორგის მაცხოვრებელი ორი ოჯახი ყოველ დღიურად Volvo XC90 უპილოტო ავტომობილით ისარგებლებს. მათი შთაბეჭდილებების საფუძველზე, ინჟინრები ძირითადი სისტემების ალგორითმებს მომართავენ და ავტოპილოტის ფუნქციას სრულყოფენ.

ავტომობილები ბოლო თაობის ტექნოლოგიებით არიან აღჭურვილნი. მათ შეუძლიათ იმის ანალიზი, თუ რა ხდება ავტომობილის გარშემო და როგორ იქცევა მძღოლი. ტესტირების პირველ ეტაპზე საჭიროა მძღოლს მუდმივად ეჭიროს საჭე, თუმცა, დროთა განმავლობაში ტექნოლოგია უფრო მეტად დაიხვეწება.

ვოლვოში ამბობენ, რომ მანამ, სანამ ტექნოლოგია კომერციული ექსპლუატაციისთვის მზად არ იქნება, ისინი უსაფრთხოებაზე სრული გარანტიის მოცემას ვერ შეძლებენ.

გაყიდვაში ვოლვოს ავტონომიური ავტომობილის გამოსვლა 2021 წლიდან იგეგმება.

Autonomous Driving Brain im Volvo XC90 Drive Me Fahrzeug
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები