ოთო ფოლადაშვილის დედა, ნინელი კლდიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ასახელებს კრიტერიუმებს, რომლებსაც მისი მომავალი რძალი უნდა აკმაყოფილებდეს:
„ეგოისტობას ნამდვილად არ გამოვავლენ. გეტყვით, როგორი რძალი მინდა. ჩემი შვილი ძალიან უნდა უყვარდეს. ერთმანეთს უნდა უგებდნენ. ის გოგოც აუცილებლად მიზანდასახული, წარმატებული უნდა იყოს. ორივეს თავისი საქმე უნდა ჰქონდეს, შვილები გაზარდონ და ბედნიერი ოჯახი შექმნან. ვფიქრობ, როცა ოთო ამ გადაწყვეტილებამდე მივა, სწორ არჩევანს გააკეთებს…“
„სასწაულები ხართ“, „გვიყვარხართ“ – ოთო ფოლადაშვილმა და ჯულიანა ბარ-გნარმა მორიგი ცეკვა გაგვიზიარეს