LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გგონიათ არ იციან, იაფიანი სიგარეტი აფხაზეთიდან რომ გადმოაქვთ?.. თვითონ აკონტროლებენ ამ ბიზნესს“ – 10 კომენტარი ზუგდიდიდან

180
zugdidi

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიზანი ქვეყნის შიგნით უაქციზო საქონლის უკანონო ბრუნვის გამოვლენა-აღკვეთაა, რომელიც სამსახურისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, უწყება 2017 წლიდან სპეციალურად შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას, რომელიც დანაშაულის პრევენციის მიზნით, ინტენსიურ  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ითვალისწინებს. თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდასთან ერთად ქვეყანაში კონტრაბანდის შემოტანის მცდელობებიც იმატებს და ამას შესამბამისი უწყებაც ადასტურებს. კონტრაბანდის ზრდას კი თამბაქოს მწარმოებლები სიგარეტის გაძვირებას უკავშირებენ, რაც თავის მხრივ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ განაპირობა.

რაც შეეხება მწეველების პოზიციას, „ფორტუნამ“ ზუგდიდში მოქალაქეები აზრი მოისმინა, რომლებიც აცხადებენ, რომ სიგარეტის გაძვირება საქართველოს მთავრობის ბრალია, ხოლო კონდრაბანდის სახით აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოტანილი საქონლის გაყიდვა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.

პასუხი კითხვაზე, მართლა ძვირდება თუ არა სიგარეტი 15 ლარამდე

„ძალიან კარგია, რომ იაფიანი სიგარეტი მაინც იყიდება ამ ქვეყანაში. ესეც რომ აკრძალონ მერე ვინ რას იყიდის? ნახავენ მერე ხალხის გაგიჟებას. მაგრამ მგონია, რომ მთავრობამაც კარგად იცის საიდან მოაქვთ იაფიანი სიგარეტი და ალბათ წილებსაც იღებენ“ – თენგიზ ფიფია.

„იმათ რა ენაღვლებათ. 5 ლარი იქნება თუ 15. კარგს მოწევენ, ჩვენ ვიკითხოთ თორემ“ – სულხან მებონია.

„ა ბატონო, აგერ იყიდება თუთუნი, შეაკეთე და მოწიე, მაგრამ ესეც გააძვირეს. იმასაც ვერ ყიდულობს ხალხი. რაღაც იაფიანი სიგარეტი იყიდება და მაგას ვეწევი. ხალხზე ვინ ფიქრობს? არავინ. თავიანთი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობენ“ – ლევან ნოდია.

„სუნთქვაც ამიკრძალონ ბარემ და მორჩა. თვითონ ხომ კარგს ჭამენ და სვამენ. აბა მე და ჩემნაირები ვის რაში ანაღვლებს. დაეტიონ იქ თბილისში საკუთარ სკამებზე და დაგვანებონ თავი“ – მერაბ გოგოხია.

„ვერ დავანებე თავი მოწევას და რა ვქნა. სახლში სულ მეჩხუბებიან ბევრი ფული იხარჯებაო შენს სიგარეტზე. ახლა კი ვყიდულობ იაფიანს, მაგრამ ეს რომ აკრძალონ მერე რა უნდა ვქნა, არ ვიცი“ – ბესარიონ გაბრავა.

„მთავრობის ბრალია აბა ჩემი ბრალია რომ გაძვირდა? მაგრამ ვიყიდი იმას რაც იაფი ღირს“ – მამია სალია.

„იმათმა რა ვქნათ ვისაც ძვირიანი სიგარეტის ყიდვის საშუალება არ გვაქვს, მითხრას გახარიამ!“ – გიგლა თოდუა.

„რა იმათმა არ იციან, რომ ზუგდიდში სიგარეტი აფხაზეთიდან გადმოაქვთ. ახლა გაიგეს? ძალიან კარგად იციან, მაგრამ ესეც იმათი ბიზნესია“ – ნოდარ შენგელია.

„50 თეთრს ვუგებ შვილო ერთ კოლოფ სიგარეტს. დილას მომიტანენ და მე თვითონ ვყიდულობ. ნისიად არ მიტოვებენ. ჩემთვის ის კაპიკები საქმეა. სახლში პურს მაინც წავიღებ“ – მანანა ნარსია.

„რა ვიცი შვილო მოდიან და მოაქვთ რამდენიმე კოლოფი. ბევრის ყიდვის საშუალება სად მაქვს, რამდენიმეს ვყიდულობ. ხანდახან ამასაც ვერ ვყიდი“ – მადონა გულუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g