LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს, ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! – ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“ – მამუკა ხაზარაძე

233
მამუკა ხაზარაძე

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას სოციალურ ქსელში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს! ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის!“.

„ასე იქცევიან დღეს რუსეთის მონობაში მყოფი ივანიშვილი და მისი ხელქვეითები – მოღალატეობრივად ცდილობენ კრემლის კარზე დაბრუნებას და ქართველი ხალხისთვის ღირსების აყრას! ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ყველა გზა მოიჭრა ქართველ ხალხთან მისასვლელად! ამას აუცილებლად გაეცემა საკადრისი პასუხი! ხალხი გმირების შეურაცხყოფას არ პატიობს! ის რაზეც დგას ქართული სახელმწიფო, ის რაზეც დგას ეროვნული იდეა და საქართველოს დამოუკიდებლობა, ხელშეუხებელია!“ – წერს ხაზარაძე.

თეა წულუკიანი: „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა, და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ“

თეა წულუკიანი: „ანწუხელიძის გვარს ლაჩრები რომ არიან დღეს ამოფარებული, სტრასბურგის განაჩენში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g