თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.
სტუდენტებმა უნივერსიტეტში, სადაც ირაკლი კობახიძის ლექცია უნდა ჩატარებოდათ, ბანერები წარწერით „ღალატს ვერ გამოითხოვ“, „კონსიტუცია პრინციპებია“ მიიტანეს.
ცნობისთვის, თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტში მშვიდობიანი აქცია დაგეგმეს, თუმცა გუშინ მიუვიდათ შეტყობინება, რომ ირაკლი კობახიძის ლექცია შაბათს არ ჩატარდებოდა.