LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღამის სერენადები“ 2026 ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

531
ღამის სერენადები

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფორვანია   – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები:

ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი;

იუკი სერინო – ვიოლინო;

ანდრეს გაბეტა – ვიოლინო;

მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი;

გლორია კამპანერი – ფორტეპიანო;

იან-ერიკ გუსტავსონი – ჩელო;

ანა-ლიზა ბეზროდნი – ვიოლინო;

სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო;

სანდრო გეგეჭკორი – ფორტეპიანო;

ნელო სალცა – საყვირი;

მარიკა მაჩიტიძე – სოპრანო;

ნიკოლოზ ვადაჭკორია – ფლეიტა;

გიორგი შიოლაშვილი – ფორტეპიანო.

ფესტივალში ასევე მონაწილეობენ გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“- პირველი ვიოლინო  ლელა მჭედლიძე.

ფესტივალი 19 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიხსნება.

21 აგვისტოს, 20:00 საათზე, კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

პირველ ორ კონცერტს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი უხელმძღვანელებს, ხოლო სოლისტი იქნება იაპონელ-იტალიელი მევიოლინე იუკი სერინო. ფესტივალის საბაზო ორკესტრთან – „საქართველოს ვირტუოზებთან“ – ერთად ისინი შეასრულებენ:

პ. ჩაიკოვსკის „სერენადას სიმებიანი ორკესტრისთვის“;

კ. სენ-სანსის „ინტროდუქციასა და რონდო კაპრიჩიოზოს“;

ფ. მენდელსონის იშვიათად შესრულებად სავიოლინო კონცერტს რე მინორში.

23 აგვისტოს, 20:00 საათზე, მაყურებელი იხილავს პროექტს „მარია ბუენოს-აირესიდან – გადატვირთვა“, რომელშიც მონაწილეობენ მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს გაბეტა, ბანდონეონის ვირტუოზი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, სოპრანო მარიკა მაჩიტიძე და „საქართველოს ვირტუოზები“. პროექტი ბაროკოსა და ტანგოს გამორჩეულ მუსიკალურ სინთეზს წარმოადგენს.

25 აგვისტოს, 20:00 საათზე, გაიმართება პროექტი „Tango-Operazione“, რომელშიც მონაწილეობენ გლორია კამპანერი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, მარიკა მაჩიტიძე და ნიკოლოზ ვადაჭკორია. პროგრამა მთლიანად ასტორ პიაცოლასა და კარლოს გარდელის შემოქმედებას ეძღვნება და ტანგოსა და საოპერო მუსიკის შთამბეჭდავ შერწყმას წარმოადგენს.

16 სექტემბერს, ფესტივალი თბილისში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს, 20:00 საათზე ქართველი პიანისტები სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი საფორტეპიანო დუეტის კონცერტზე კლასიკური მუისიკის შედევრებს შეასრულებენ.

18 სექტემბერს, 20:00 საათზე, იმავე დარბაზში ბეატრიჩე ვენეცი უხელმძღვანელებს გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს. სოლისტები იქნებიან ცნობილი ფინელი ჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონი და ესტონელი მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნი, რომლებიც ბრამსისა და სენ-სანსის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

ფესტივალი 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გრანდიოზული პროექტით „მორიკონე – კინოს ლეგენდა“ დაიხურება.

საღამოში მონაწილეობენ იტალიელი საყვირის ლეგენდარული ვირტუოზი ნელო სალცა, პიანისტი გიორგი შიოლაშვილი და „საქართველოს ვირტუოზები“. მსმენელი მოისმენს ენიო მორიკონეს უკვდავ მუსიკას ფილმებიდან: „ერთხელ ამერიკაში“, „ერთხელ ველურ დასავლეთში“, „ახალი კინოთეატრი პარადიზო“, „მალენა“ და სხვა.

ფესტივალის „ღამის სერენადები“ დამფუძნებელია ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე.

სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი ისაკაძე;

ორგანიზატორი: კომპანია „არტ ალიანსი“;

ფესტივალის დირექტორი: ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო; სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო; თბილისის მერია; ბათუმის მერია; ბორჯომის მერია; იტალიის საელჩო საქართველოში; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა – „ნიჭიერთა ათწლედი“.

მასპინძელი სასტუმროები: „ბორჯომი ლიკანი“ და „Hilton Garden Inn Tbilisi“.

პარტნიორი კომპანიები: „ლუტეცია“, „ივ როშე“, „პიელ ნატურალსი“, „სარაჯიშვილი“, „პავილიონ ვაინსი“, „პსპ“ და ავეჯის სახლი „ნიტა“.

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „პოს TV“, „Euronews Georgia“, Billboard Georgia, ტელევიზია „ერთსულოვნება“, სააგენტო „კლიპ არტი“, Ambebi.ge, „პრაიმ ტაიმი“, Georgia Today, The Messenger, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, „აჭარა თაიმსი“, რადიო „ფორტუნა“ და „Fortuna.ge“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები