„ღამის შოუს ბენდი“ ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მათ გუშინდელ კონცერტთან დაკავშირებით.
„გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში ჩვენ მიმართ მიზანმიმართულ დამახინჯებულ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
სიმართლე კი ასეა!!!
ღონისძიება დაიწყო მაშინ, როდესაც მშვიდობიანად მიმდინარეობდა აქცია, ბევრად ადრე, ვიდრე დაიძაბა და განვითარდა დრამატული მოვლენები რუსთაველის გამზირზე.
ეს მოვლენები შევიტყვეთ კონცერტის დასრულების შემდეგ.
ღონისძიება იყო კერძო, დახურული, დიდი ხნით ადრე დაგეგმილი და არა ჩვენი ორგანიზებული ღია კონცერტი.
ჩვენი პოზიცია ცალსახაა!
ჩვენ სრულად ვიზიარებთ და ყოველთვის ვიდგებით საქართველოს და ქართველი ხალხის მისწრაფებების და საუკეთესო ინტერესების მხარეს…
ასევე (MONO HALL-თან შეთანხმებით) გადავწყვიტეთ, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე დღევანდელი, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გადავდოთ“.