LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ, რაც უნდა გეზიზღებოდეთ ის: წულუკიანი

154
თეა წულუკიანი

“ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც უნდა გეზიზღებოდეთ ის.” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მთავრობის მეთაური ამბობს, რომ შეძლება იყოს სირთულეები, რომ ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს ვინმემ უნდა შეისმინოს.

როგორც წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მარამ ჟურნალისტების ვალდებულებაა, ხელი შეუწყონ საზოგადობაში ტემპერატურის დაგდებას და სანამ გამოძიება და ექსპერტიზა თავის სიტყვას იტყვის, არ იძახონ, რომ ოპერატორი მთავრობამ მოკლა:

“იქ, სადაც ხდება თავდასხმა ადამიანზე, იქნება ეს ჟურნალისტი თუ სხვა, გამოძება სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს და რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტს, ოპერატორს, იქ მყოფ ნებისმიერ სხვა ადამიანს, უნდა იქნან დაკავებულები.

ჩვენ ვნახეთ ბევრი დაკავება, არაერთი აღკვეთის ღონისძიება, რა თქმა უნდა, თუკი არიან სხვებიც, ვინც ჯერ რ არის დაკავებული ისინიც უნდა იქნან დაკავებულები და გამოიებამ ნდა დააყენოს შედეგი, იმიტომ, რომ ძალადობით ეს ქვეყან არსად არ წავა.

ასევე თუ მედია, პოლიტიკური პარტიები არ მოუსმენენ მთავრობას რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არსად არ წავა. ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა ის გეზიზღებოდეთ, იმიტომ, რომ მთავრობის მეთაური რომ ამბობს, რომ შეძლება იყოს სირთულეები, რომ ორი ამ დონის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს უნდა იქნეს ვინმეს მიერ შესმენილი და ჩვენ არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა.

ამ ადმიანებს ამ ქვეყანაში არავინ ერჩის, მაგრამ მათ აქვთ გამოწვევები, მათი უფლებების დაცვა საჭიროა, განსხვავებული ადამიანი ჩვენ არ უნდ გვძულდეს და ამისათვის ერთად უნდა ვიმუშაოთ. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მარამ თქვენი ვალდებულებაა, ხელი შეუწყოთ საზოგადობაში ტემპერატურის დაგდებას და მანამ სანამ გამოძიება და ექსპერტიზა თვის სიტყვას იტყვის, არ იძახოთ, რომ თურმე ოპერატორი მოკლა მთავრობამ. ეს სირცხვილია. სირცხვილია ასევე იმის თქმა, რომ თურმე ილია II უნდა ჩავსვათ ციხეში. თქვენ გაქვთ ვალდებულება, რომ რეალობა მიაწოდოთ საზოგადობას და ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში განსხვავებულ ინფორმაციებს შორის ბალანსს.” – თქვა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები