LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ბიზნესისთვის ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას

95
249848061-443490327135754-4393241707969731754-n

ბიზნესს უნდა გავუადვულოთ ოპერირება და საქმიანობა, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს ბევრი რამ მოხდა, მათ შორის იყო არჩევნები და საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება, თუმცა, ამის მიუხედავად, ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა.

“რა თქმა უნდა, წელს გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ უფრო წარმატებული წელი გვქონდეს. ამისთვის გვჭირდება შემართება და მობილიზება, რომ რაც შეიძლება მეტი გავუკეთოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ მთავრობის მხრიდან დახმარებას. მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ, დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა. მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას –ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილები,”–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები