LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა

153
ფორტუნა - 2023-03-24T123208.918

ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას  სათანადო ადგილი მიუჩინა, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7-8 მარტის აქციები პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, „ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი ექსტრემისტული ძალების, ე.წ. მეხუთე კოლონისა და მათ მიერ ზემოქმედების ქვეშ მყოფი გარე ძალების გათვლა და ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა და აქ ე. წ. რევოლუციის მოწყობა“.

„გახსოვთ ალბათ ე.წ. აქციები „შინ ევროპისკენ“ და მათი გაცხადებული მიზანი იყო ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, მათი საბოლოო ამოცანაა ომის დაწყება. ეს გეგმაც ჩაუვარდა ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს და ბოლო მცდელობას შეგახსენებთ, ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტის ძალადობრივი აქციების ორგანიზაციაში პირდაპირ იყო ჩართული ე. წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული, ექსტრემისტურილი რადიკალური ძალები, მათ მიერ კონტროლირებული ახალგაზრდული ორგანიზაციები, „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი- მეტი თავისუფლების“, ე.წ. ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები, თქვენ გახსოვთ, რომ მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმები, ყველამ კარგად ვნახეთ მოლოტოვის კოქტეილებისა და ქვების სროლა პოლიციის მიმართულებით. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა“. – განაცხადა ღარიბაშვილმა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა მესამე მსოფლიო ომის საშიშროება.

„მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, დღეს ჩვენი ქვეყანა არაა არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებიან ეროვნული ინტერესების დაცვას და როცა ჩვენ საუბარი გვაქვს, თუ რატომ ერიდებიან ესკალაციას, პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ რუსეთთან მათი პირდაპირი ესკალაცია გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. რასაც ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ერთიანობის შენარჩუნება და ამ დიდი გამოწვევის ერთობლივად გამკლავება“. – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები