LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ქვეყანას დავამშვიდებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას

67
irakligaribashviliko

პრემიერი-მინისტრი მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მათ სერიოზული გეგმები აქვთ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში, “ქართული ოცნების” კანდიდატებსა და შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრების შემდეგ თქვა, რომ ქვეყანას დაამშვიდებენ და ამის შემდეგ მოსახლეობაზე ზრუნვას დაიწყებენ:

“მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და მათი რეალური პრობლემების გადაჭრას.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობისთვის”, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის  და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა დიდი სირცხვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g