LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: რა თქმა უნდა, გადადგომას არ ვაპირებ

72
BeFunky-collage (1)

რა თქმა უნდა, გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, მან ხალხისგან განმტკიცებული მანდატი მიიღო და ვალდებულია, „ხალხს და ქვეყანას ემსახუროს“.

„რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. ერთს შეგახსენებთ, რომ მე, შარშან, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ, ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მე-8-ჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას, ასე რომ, თქვენი შეკითხვაც უადგილოა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი: „ურსულამ მიულოცა პრემიერს, ბატონმა მიშელმა – ქართველ ხალხს, მგონი ნორმალურია – ნუ ეძებთ ყოველთვის რაღაც ხინჯს, ვეძებოთ პოზიტივი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g