LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში ჩართული არ ყოფილა

120
Irakli-Garibashvili3

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს და აცხადებს, რომ ამ დოკუმენტითაც დასტურდება, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში არ იყო ჩართული.

საქართველოში საინვესტიციო პირობები კარგია, თუმცა, კომპანიები ქართული სასამართლოს მიმართ ნდობის ნაკლებობაზე მიუთითებენ – რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

მისი თქმით, ეს არის პასუხი მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობდა:

“ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ როგორ არ იყო დაცული საკუთრების უფლება საქართველოში 2012 წლამდე. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა ჩვენი მთავრობის პირობებში. დღეს კერძო საკუთრება არის დაცული და ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ თავისუფლად ფლობდეს ქონებას, განავითაროს ბიზნესი. რა თქმა უნდა, ბიზნესი არის ხელშეუხებელი ისევე, როგორც ადამიანების კერძო საკუთრება. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხელშეუხებელი უფლება.

მინდა ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე აღვნიშნო, ბრალდებები, რომელიც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში მოვისმინეთ, თითქოს გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებული არის, რომ ქვეყანაში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g