“სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის სიყალბეები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში იხილეს, ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის არის ორგანიზებული:
“ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად.
მთელი ის სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.