პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის გატარება არ მოხდება.
მან უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
„მინდა ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მით უმეტეს, რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული. ეს ხომ სრული აბსურდია. ამაზე, რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული პროდუქტების, საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის ძალიან მკაფიო, ცალსახა პოზიცია.“– თქვა ღარიბაშვილმა.