LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: შეიძლება ბევრი კითხულობდეს რა მოიტანა უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ – ბიუჯეტში გაჩნდა მეტი შემოსავალი , 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება

63
ირაკლი-ღარიბაშვილი-1-1-768x432

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების გონივრული ნაბიჯების შედეგად, ქვეყანას წელს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და გაზრდილ ბიუჯეტზეც ისაუბრა.

პრემიერის თქმით, თუ მთავრობა ამ ტემპს შეინარჩუნებს, წელსაც შესაძლებელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს:

„ჩვენს მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად, წელს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მით უმეტეს, იმ ფონზე რაც ხდება ევროპასა და მსოფლიოში – რეცესია და მინდა ჩვენმა ხალხმა იცოდეს, როგორი კონტრასტული მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ ევროპაში, კონტინენტზე.

აგვისტოში გვქონდა 10, 5 % ეკონომიკური ზრდა, რამაც 8 თვის განმავლობაში, 10,3 % შეადგინა.

ამან საშუალება მოგვცა, წელს არსებული ბიუჯეტი გაგვეზარდა, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 8, 5 %, ხოლო ნომინალური მშპ-ს პროგნოზი შეადგენს 72 მილიარდ ლარს.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წელსაც შესაძლებელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, თუ ამ ტემპებს შევინარჩუნებთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა: ამის შესახებ შეიძლება ბევრი მოქალაქე კითხულობდეს:

ბიუჯეტში გაჩნდა მეტი შემოსავალი, რომლითაც შევძელით ძალიან ბევრი ახალი პროგრამის დაფინანსება, 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შევამცირეთ მშპ-ს 3,2 %-მდე, მთავრობის ვალი კი 40%-მდე ჩამოვწიეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g