LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: უაღრესად ვაფასებთ ბრიტანეთისგან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას კიბერსაფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად

76
ing

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას ეხმიანება.

დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება ჩვენი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და რეაგირებაში – ჯონსონი

ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს წვლილს:

“უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერსაფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად, რაც ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში თავის წვლილს შეიტანს”, – აღნიშნულია პრემიერის “ტვიტში”.

შეგახსენებთ, გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ გააძლიერებენ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერშეტევების მიმართ.

“დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება ჩვენი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში”, – აცხადებს ჯონსონი.

 

mazda magti 5g