LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: უახლოეს რამდენიმე კვირაში თურქეთიდან იაფი მედიკამენტები შემოვა, გამოსავალი მარტივად ვიპოვეთ

112
ipiccy-image

მედიკამენტებზე მაღალი ფასები მიუღებელია, ჩვენ ამაზე რეაგირება გვქონდა, გამოსავალი მარტივად ვიპოვეთ და უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მარტიდან დაინერგება ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადრე არსებული ბარიერები მოიხსნა და მაგალითად, მედიკამენტის იმპორტისთვის ლიცენზიის აღების ვადა 45 სამუშაო დღიდან 7 დღემდე შემცირდა.

„მე ვიცი, რომ ფარმაცევტული კომპანიები, იმპორტიორები უკვე მუშაობენ აქტიურად, რომ შემოიტანონ ხარისხიანი, იაფი მედიკამენტები თურქეთიდან და ჩემი ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა. ესეც შვება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ რეალურად, ეს ხარჯები დიდ ტვირთად აწევს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g