LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღარიბი ქვეყნის მოსახლეობა „აიფონ 7“-ის რიგში დგას…“

346

„აიფონ 7“ მალე გაიყიდება. კომპანიამ ახალი ტელეფონის პრეზენტაცია უკვე გამართა. ამ ბრენდის მოყვარულები ახალ ტელეფონს საქართველოშიც მალე ელოდებიან. ერთ-ერთმა მაღაზიამ განაცხადა, რომ თუკი მსურველებს ტელეფონის უფრო ადრე ყიდვა სურთ, ვიდრე ოფიციალურად დაიდება მაღაზიაში, მაშინ 9999 ლარის აგდახდა მოუწევთ, 16 სექტემბერს კი მას 7777 ლარად შეიძენენ. ზოგადად, ტელეფონის ფასი 2199 ლარი გახლავთ.

სოცქსელებში გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, განვითარებადი ქვეყნის მოსახლეობა iphone 7-ის რიგში დგას. ცნობისთვის – რიგში ჩაწერა ღამითვე დაიწყო. p.s – თქვენი განვადებით გამოტანილი ტელეფონები და გაზზე გადაყვანილი ჯიპები რა ვთქვი მე ))“ – წერს ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე „ფეისბუქზე“.

სოცქსელში სხვა კომენტარებსაც ამოიკითხავთ:

„რა ხამობაა, ამას ქართველი თუ მოიფიქრებდა…“

„16-ში რომ ვიყიდო, ერთ 10 ლარს არ დააკლებთ?“

„აიფონის“ დედაც, ამ ფასად „ტროიკა“ თუ არ ვიყიდე, მე ვიყო „გვოზდი“.

„აუ, 9999 თუ ვინმე იყიდის გთხოვთ, დადეთ რა მაგ მისი სურათი. უნდა ვეღადაო მაგრად…“

„ხალხს შია და ამათ, „აიფონიო“.

„ბინაც მოჰყვება საჩუქრად?“

„სამი ცალი დამიკალით, საღამოს მოვალ“

„7777 ლარად მომსახურე პერსონალიც მოჰყვებით?“

„თირკმელს ვყიდი და ვინმეს ხომ არ გინდათ?“

„მარიაჟებზე ფულს აკეთებენ და სწორადაც იქცევიან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები