LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღიმილი ყველაზე ლამაზი სამკაულია – ჯულია რობერტსი „ჩოპარდის“ ახალ ფოტოსესიაში ბრწყინავს

277
ჯულია-რობერტსი

ჯერ კიდევ 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ ჯულია რობერტსი „ჩოპარდის“ ამბასადორი ხდებოდა. 55 წლის ვარსკვლავმა უკვე მიიღო მონაწილეობა ბრენდის სამკაულების რეკლამაში, ამჯერად კი ახალი ვიდეორგოლით გვაოცებს, რომელსაც თან ახლავს ულამაზესი ფოტოსესია.

ახალი კამპანიის სახელია სახელია Chopard Loves Cinema და მასში აქცენტი მსახიობის პროფესიაზე კეთდება. ჯულიაც მოკლე თიზერში გვიყვება, როგორია დატვირთული სამუშაო დღის გრაფიკის ფონზე, მუშაობა კულისებში, გადასაღებ მოედანზე და თან სილამაზის შენარჩუნება ულამაზესი სამკაულით.

თავად ფოტოსესიაში აქცენტი სადა სამკაულზე კეთდება, უმეტესად ჭარბობს გულის ფორმის საყურეები. ყველა ფოტოზე ჯულია იღიმის, რაც ადასტურებს იმას, რომ ღიმილი ყველაზე ლამაზი სამკაულია.

ჯორჯ კლუნის ფოტოები ჯულია რობერტსის კაბაზე – „ლამაზმანის“ უჩვეულო „ლუქი“ წითელ ხალიჩაზე

ჯულია რობერტსის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი ეკრანული ლუქი – ლამაზმანი 55 წლის გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები