3 ივლისს, ქუთაისის აეროპორტთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა. სამი დღეა, იმერეთის სოფელი გეგუთი მომხდარ ტრაგედიას გლოვობს.
ლია კუპატაძე თანასოფლელებს ლექსს უძღვნის.
ფეისბუკზე ავტორი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც საკუთარ ლექსს კითხულობს.