LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღიმილის მომგვრელია…არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს, თუმცა რეაგირება აუცილებელია“ – მიხეილ ყაველაშვილი ბრიტანეთის მიერ „იმედისა” და POSTV-ის დასანქცირებაზე

127
მიხეილ ყაველაშვილი

ღიმილისმომგვრელია, თუ რა მიზეზით მოხდა დასანქცირება. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა”, ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა” და POSTV-ის დასანქცირების შესახებ.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ტელეკომპანიების დასანქცირება იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ხორციელდება.

„ის რომ აზიანებდა „იმედი” და „პოსტვ” უკრაინაში განწყობებს და ამის მიხედვით იქმნებოდა ქაოსი, არ ვიცი ეს რას შევადარო, თუმცა ერთია, რომ ამას ჩვენ ღიმილით ვხვდებით, მაგრამ მეორე, ჩვენ ხომ ვიცით რატომ აკეთებენ ამას, ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ხელისუფლებაზე, რიგით მოქალაქეებზე, მთლიანად ჩვენს ეროვნულ ინტერესზე. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რადგან ეს ტელევიზიები საკმაოდ პოპულარულია და აქვს ნდობა ჩვენს საზოგადოებას, ბევრი იფიქრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის თუ რატომ ხდება „იმედისა” და POSTV-ის დასანქცირება, მომზადებულია ამდაგვარი ნაბიჯებისთვის, მაგრამ აუცილებელია ამაზე პასუხის გაცემა.

„„იმედის” პასუხი მე მგონი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, მთავარი არის ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები და მათი შეფასებები. ყველა ვხედავთ როგორ მუშაობს დღეს ჩვენთან მედიასივრცე და „იმედი” არის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია, „პოსტვიც” იკრებს თავის რეიტინგებს და სხვა ტელევიზიებიც. რომ ასანქცირებ, სხვა ქვეყნის მთავრობა საქართველოში მოქმედ მედია კომპანიებს, ეს არის ის გაგრძელება, რაზეც ვისაუბრეთ და მე მგონი იმდენად არის ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება, რომ არ უკვირს, თუმცა რეაგირება აუცილებელია, პასუხის გაცემა აუცილებელია. ჩვენ ვიცით რატომ კეთდება ეს, მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, მომზადებულია ამდაგვარი ნაბიჯებისთვის. „ბიბისის” ფილმსაც იგივე დანიშნულება ჰქონდა, რომ აქ გამოიწვიონ არეულობა, ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და ეს პროცესი მიმდინარეობს. არ უნდა გაგვიკვირდეს”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ ჩართული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში“.

როგორც სანქციების განმარტებაში წერია, „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.

სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას, სანქციებს ტრასტის სერვისებზე.

ტელეკომპანია „იმედი“ ბრიტანეთის მიერ არხის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g