LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღონისძიებებზე დაკვრის გამო მიხაილო თოდუას ისევ ციხეში აბრუნებენ

503
125183689-10157941178541342-8359232478921058916-n

პრობაციის ეროვნული სააგენტო შინაპატიმრობაში მყოფი მუსიკოსის, მიხიალო თოდუას ციხეში დაბრუნებას ითხოვს.

როგორც ცნობილია, მან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში 13, 14 და 17 ოქტომბერს “გირჩის” ღონისძიებებზე ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა.

მიხაილო 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა.

საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მიხაილომ სტუდია მოაწყო და 8 ალბომი ჩაწერა.

მიხაილო თოდუა: „ციხემ დამაფიქრა იმაზე, რომ მუსიკა შემექმნა…”

აღნიშნულს ეხმაურება ირაკლი გაფრინდაშვილი, რომელიც წერს, რომ მიხაილოს ციხეში დაბრუნება არ უნდა დავუშვათ.

“მიხაილო თოდუა Michailo არის ჩემი კარის მეზობელი. ზუსტად 2 მეტრია ჩვენს სახლებს შორის დაშორება . საღამოს 21:00 კანონით უნდა იყოს სახლში.

ჩემთან რომ შემოვიდეს ზუსტად ვიცით რომ სამაჯური ვერ დააფიქსირებს , მაგრამ არასოდეს უკადრია ეს, ისე უფხილდება სიმწრით მოპოვებულ ნახევართავისუფლებას.
ყოველ დილით ახალი იდეით მადგება და მუდმივად ცდილობს განვითარებას, სულ
შრომობს იმისთვის რომ მის მოკრძალებულ მიზნებს ხორცი შესახას.
მართლა არ შემხვედრია ადამიანი რომელმაც ციხეში ყველაზე დიდი თავისუფლება მოიპოვა, არ გაჩერდა და უკარგეს არტისტად ჩამოყალიბდა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე დაკვრის გამო, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მისი ციხეში დაბრუნება მოითხოვა.
მიხაილოს სასამართლო პროცესი ხვალ 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
თვითიზოლაციაში ვარ ერთი კვირაა და კიდევ 5 დღე უნდა ვიყო , თორემ ხვალ აუცილებლად ვიდგებოდი სასამართლოს წინ აგურით ხელში .
არ დავუშვათ ამ საოცარი კაცის ციხეში დაბრუნება არაფრის გამო!” – წერს ირაკლი გაფრინდაშვილი.

6 წელი სანიმუშო ქცევით გაატარა ციხეში, საიდანაც ყველას უშვებენ ამის გარდა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები