„ღირსება კიდევ იცით, რა არის?! ადამიანს რომელსაც რადიკალურად არ ეთანხმებით, რომელსაც შეიძლება, ვერ იტანდე და რომელთანაც არ გსურდა ახლო ურთიერთობა, მაგრამ როდესაც მას ცუდი რამ შეემთხვევა, ან ჯანმრთელობაზე ან რაიმე უფრო უარესი ტრაგედია დაატყდება თავს, უნდა მიხვიდე, თანაუგრძნო, მხარში დაუდგე, ადამიანური ემპათია გამოიჩინო და მის გარემოცვას ნუგეში მიუტანო“, – ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „თუ ეს არ შეგიძლია, არც კაცად ვარგიხარ და არც ქალად, ადამიანობაზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია“.
„ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული როდესაც ამას ვხედავ, აი, ეს მიქმნის უიმედობის განცდას, აქ ვერ ვხედავ მომავალს და ეს მიმაჩნია ყველაზე საშიშ მომავლად“, – წერს გიორგი სუხიტაშვილი.
ღირსება კიდევ იცით რა არის?! ადამიანს რომელსაც რადიკალურად არ ეთანხმებით, რომელსაც შეიძლება ვერ იტანდე და რომელთანაც არ…
Posted by Sukhita on ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
