LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული ძალადობრივი და ჰომოფობიური კონტრაქციები “ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და უკუსვლაა საქართველოსთვის: ჯეიმს აპატურაი

63
apaturaiapa-max-700

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული ძალადობრივი და ჰომოფობიური კონტრაქციები “ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და უკუსვლაა საქართველოსთვის”. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

„კატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და მედიის პატივისცემას. მრავალი წელია ვმუშაობ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი მისწრაფებების მხარდასაჭერად. ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“, – განაცხადა აპატურაიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები