ზურა ბერიკაშვილის დისშვილმა, ანო მაისურაძემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით – „ალიკა ნანიტაშვილი პაპასთან ერთად“. კადრებში ნაჩვენებია ცნობილი მსახიობი და მომღერალი ზურა ბერიკაშვილი.
ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება და თბილი კომენტარი მოჰყვა: „ღირსეული მამის ღირსეული შვილი“, „ღმერთო, როგორ მენანება ეს კარგი ადამიანი“, „როგორ მენანები, ზურა. შენ დიდხანს უნდა გეცოცხლა“, „როგორი ტკბილი და თბილი ადამიანი იყო“.
ცნობისთვის, მსახიობი ზურა ბერიკაშვილი ერთი წლის წინ, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.